C ჰეპატიტის პროგრამის მონიტორინგი

03 აგვ 2016

ბათუმის ''ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუპერკულოზის ცენტრში'' ბათუმის მერია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას აგრძელებს. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეორე ეტაპი 10 ივნისს დაიწყო.  თანადაფინანსების ბიუჯეტი 310-ი ათას ლარს შეადგენს, რაც 3 ათასამდე ბენეფიციარზეა გათვლილი.  ცენტრი ემსახურება, როგორც აჭარისა და გურიის რეგიონში მცხოვრებ, ასევე ფოთსა და ოზურგეთში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს. პროგრამის მიზანია დაავადების ადრეული გამოვლენა და მკურნალობის უზრუნველყოფა.