ქობულეთში წელს 30 ე.წ ჭკვიანი კამერა განთავსდება

25 იან 2019

60 ათას ლარს დახარჯავს ქობულეთის მერია ვიდეოკამერების  შეკეთებისა და  ტექნიკური მომსახურებისთვის.  60   ზოგადი ხედვის კამერა,  მერიამ 2014 წელს შეიძინა.

მის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა არა მიმწოდებელ კომპანიას არამედ ტენდერით გამოვლენილ კომპანიას დაევალება. წლის ბოლომდე  ქალაქში 30  ე.წ. ჭკვიანი კამერა უნდა განთავსდეს , მათგან 8 უკვე დამონტაჟდა ცენტრალურ ქუჩებზე, ახალი ვიდეოკამერების ტექნიკურ გამართულობას  წლის განმავლობაში თავად მიმწოდებელი კომპანია უზრუნველყოფს.