პროტესტის ნიშნად შეხვედრა ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და "ნაციონალებმა" დატოვეს

26 იან 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ასევე  "ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - დამოუკიდებელი სასამართლოსა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.

ჯგუფი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.