ქობულეთში, 20 წლის წინ დაგებული რკინაბეტონის ფილების აღებას ითხოვენ

28 იან 2019

ქობულეთში, 20 წლის წინ დაგებული რკინაბეტონის ფილების აღებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მსგავსი ფილებით რამდენიმე საკვანძო ადგილია მოპირკეთებული, დაზიანებული მონაკვეთები კი რეალურად საფრთხეს ქმნის - საუბრობენ ავარიებსა და მანქანების დაზიანებაზე. ამასთან აცხადებენ, რომ მოსაწესრიგებელია სარკინიგზო გადასასვლელებიც.