დაზიანებული, ვიწრო და ჩაბნელებული - სოფლის გზა ხულოში

30 იან 2019

შიდა საუბნო გზის მოწესრიგებას ითხოვენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში. ერთკილომეტრიანი მონაკვეთი დაზიანებულია, ჩამოშლილია ფერდი, ვიწრო მონაკვეთებზე კი გადაადგილება რთულდება.

ამასთან, ამავე სოფელში სანახევროდ შესრულებული გარე-განათების სამუშაოების დასრულებას ითხოვენ. განათების ბოძების მონტაჟი სოფელში პროგრამისთვის განკუთვნილი თანხის ამოწურვის გამო ვერ დაასრულეს.

რას აპირებს ადგილობრივი მთავრობა?