ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა, ქართული კულტურის მუზეუმი განთავსდეს

02 თებ 2019

ავლაბრის რეზიდენციაში შეიძლება ქართული კულტურის მუზეუმი განთავსდეს. მმართველი გუნდის დეპუტატების ინფორმაციით გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხზეც ისაუბრეს. 

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.