განმეორებითი ტენდერი ქობულეთში პარკის მოსაწყობად

02 თებ 2019

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოსაწყობად  ტენდერი მეორედ გამოცხადდა, განცხადებები დღეიდან მიიღება. გამარჯვებულს 300 დღიანი ვადა აქვს. პირველი ეტაპზე სამუშაოები მდინარე აჭყვადან  850 მეტრ სიგრძეზე ჩატარდება, რისთვისაც 2 მილიონ 929 454 ლარია გამოყოფილი.

ქობულეთის მერის განცხადებით სამუშაოები სეზონს ხელს არ შეუშლის რადგან , თუ პროექტი  ზაფხულამდე ვერ დასრულდება ,სამუშაოები ტურისტულ პერიოდში შეჩერდება და შემოდგომაზე გაგრძელდება.ტენდერი გასული წლის შემოდგომაზეც  იყო   გამოცხადებული  თუმცა ის ქობულეთის სატენდერო კომისიამ შეწყვიტა,მიზეზად ქობულეთის მერი  პროექტში დეტალების  დაზუსტებას ასახელებს. მაშინ  ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა.