03 თებ 2019
მსჯავრდებული დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები 15 საათზე საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა დეკანოზისთვის ზიარების მიღებაა.
დაკავებული სასულიერო პირის ძმის ინფორმაციით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპიოლიტის წარმომადგენლისგან ჯერ კიდევ შობამდე მიიღეს პირობა რომ დეკანოზს აზიარებდნენ, თუმცა კონკრეტული პასუხი მათგან ამ დრომდე არ მიუღიათ. ე.წ. ,,ციანიდის საქმეზე” დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.