ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება

04 თებ 2019

ავარიის შედეგად დაზიანებული 300 მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენი აღდგენილია. სოკარ ჯორჯია გაზის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

ავარიის შედეგად გაზის გარეშე გუშინ  ხელვაჩაურში  4 ათას 500 აბონენტი  დარჩა. ამ დროისთვის გაზი 700 აბონენტს მიეწოდება. კომპანია მომხმარებლებს და მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ დანადგარების ჩართვისას, ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.