ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს ახალი სპეცტექნიკა დაემატა

04 თებ 2019

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს ახალი სპეცტექნიკა დაემატა.  ძველი ბათუმისა და ბულვარის ტერიტორიებიდან ნარჩენების გამოსატანად განკუთვნილ  სატვირთო მანქანაზე,  ასევე პრესდანადგარით აღჭურვილ ორ ნაგავმზიდზე, სამედიცინო-სახიფათო ნარჩენების გადასატანად განკუთვნილ სატვირთოზე და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკაზე ჯამში 700 ათას ლარზე მერი დაიხარჯა.  წლის ბოლოს დაგეგმილია 1 500  ცალი სხვადასხვა ზომის სანაგვე კონტეინერის შეძენა.