ბათუმში ხანძრის შედეგად 11 ოჯახი დაზარალდა

04 თებ 2019

ხანძარი იყო დღეს ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე. დაიწვა ორი სახლი და დაზიანდა გვერდით არსებული სახლების სახურავები.  მერიის შესაბამისი სამსახური  ითვლის ზარალს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.