სოფელ ფერიაში ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა

05 თებ 2019

ხანძარი იყო სოფელ ფერიაში.  600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურის ორი ბრიგადა მუშაობდა.

 

მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მალევე შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება არ დაწყებულა.