კომახიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ 890 ათას 354 ლარია გამოყოფილი

06 თებ 2019

კომახიძის ქუჩის ნაწილის  ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.  ამ  მონაკვეთზე უკვე გამოიცვალა გრუნტი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები და დაიგო დეკორატიული ფილები. პროექტისთვის  3 მილიონ 890 ათას 354 ლარია გამოყოფილი.

ამ თანხის ფარგლებში უკვე დასრულდა სევასტოპოლის ქუჩის რეაბილიტაცია.  ხოლო ქუჩის დარჩენილი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯავახიშვილი ოძელაშვილის მონაკვეთზე მიმდინარე წლის მაისში განახლდება .