ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა

07 თებ 2019

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, ბობოყვათთან, მერსედესის მარკის ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება არ დაწყებულა, მძღოლს ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებენ.