შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობების გაცემის გამო საგანგებო რეჟიმზე მუშაობს

08 თებ 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობების გაცემის გამო საგანგებო რეჟიმზე მუშაობს. რიგების გამო ცენტრები პირველ მარტამდე დამატებით შაბათ დღესა, დილის ათის ნახევრიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობენ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი 09:30 საათიდან 20:00 საათამდე. მიმართვიანობის ზრდას მოქალაქეთა არასწორ ინფორმირებას უკავშირებენ მომსახურების სააგენტოში.

სააგენტომ ესემეს შეტყობინებები გადაუგზავნა ყველა იმ პირს, რომლებსაც 1 მარტამდე ესაჭიროებათ მართვის მოწმობების შეცვლა. მართვის მოწმობა უნდა გამოცვალონ იმ მძღოლებმა, რომლებსაც დოკუმენტი 2014 წლამდე პერიოდში აქვთ აღებული. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლებს.