დავით ზალკალიანთან აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდა

08 თებ 2019

„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა, სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიმუშავებთ საქართველოსთან“, - ამის შესახებ  აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა კარლოს ალფრედო ვეკიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვდრისას განაცხადა. საგარეო უწყების ცნობით, მან მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელას დროებითი მთავრობის პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის.