შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში ქართული ჭიდაობის სექცია გაიხსნა

08 თებ 2019

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში ქართული ჭიდაობის სექცია გაიხსნა. დარბაზი სოფლის სახლში გამოიყო. რამდენიმე მოზარდს ვარჯიში უკვე დაწყებული აქვს, მათ ჯერ ერთი მწვრთნელი ჰყავთ. შენობა ადგილობრივი ბიუჯეტით შარშან ააშენეს.