პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს

14 თებ 2019

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ 61 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სახელობითი სია და დოკუმენტაცია საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეცა. ერთი თვის განმავლობაში კი ბიურომ მათთვის ახალი სამსახური უნდა მოიძიოს. 

ვინ შეთავაზებას დათანხმდება ახალ პოზიციაზე გადავა, ხოლო ვინც უარს იტყვის, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებს.