ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ გეგმავს

17 თებ 2019

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე არ აპირებს აუდიტის დასკვნის განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა ჩანიშნოს. ნადიმ ვარშანიძე აცხადებს, რომ ვერ ხედავს საფუძველს საკითხი რიგგარეშე სხდომაზე განიხილონ, რადგან მისი თქმით , დასკვნის რეკომენდაციები უკვე გათვალისწინებულია.  აუდიტის დასკვნის განხილვას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები რიგგარეშე სხდომაზე ითხოვენ.  ფრაქცია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' და ''ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-კონსერვატორების'' წევრები ამბობენ, რომ აუდიტის დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე პასუხისმგებელმა პირებმა ღიად უნდა ისაუბრონ. თუ საკრებულო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა შეუძლია განცხადების დარეგისტრირებიდან ერთი კვირის ვადაში.