ე.წ. ოცნების ქალაქში მობინადრეთა რეგისტრაცია გრძელდება

17 თებ 2019

ე.წ. ოცნების ქალაქში მობინადრეთა რეგისტრაცია გრძელდება. ამ ეტაპზე 270 - ზე მეტი ოჯახია დარეგისტრირებული. გასაუბრებები ოჯახებთან ინდივიდუალურად მიმდინარეობს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პროცესები გამჭვირვალე იქნება და სამართლებრივი პრინციპები არ დაირღვევა. განაცხადების შევსების დასრულების შემდეგ პროცესებში მესამე სექტორიც ჩაერთვება.