დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საავადმყოფოში სახალხო დამცველი მივიდა

17 თებ 2019

დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში  მისმა უფლებადამცველმა, ძმამ და მღვდელ-მონაზონმა ანდრიამ მოინახულეს. ისინი 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ მსჯავრდებულთან შესვლას.

ათი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ დეკანოზთან, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა  უკეთესობისკენ არ შეცვლილა. რამდენიმე წუთის წინ დეკანოზის მოსანახულებლად სახალხო დამცველიც მივიდა.