ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ საქართველო დინამიურად ვითარდება

18 თებ 2019

ახალი გზების მშენებლობისთვის, არსებულის რეაბილიტაციისთვის, ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისთვის ევროკომისიის გადაწყვეტილებით 250 მილიონი ევრო გამოიყო“- შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელი უკვე მოეწერა. 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. პრემიერ მინისტრის განცხადებით ეს არის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.