ირმა ინაშვილი აჭარაში განათლების საკითხებზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

18 თებ 2019

ირმა ინაშვილი აჭარაში განათლების კუთხით ვითარების შესასწავლად საპარლამენტო კომისიის  შექმნას ითხოვს. დეპუტატი აცხადებს, რომ  აჭარის რეგიონში განათლების კუთხით უმძიმეს ვითარებაა შექმნილი.მისი თქმით, აჭარაში ლიცენზიის გარეშე გახსნილია სასწავლებლები, რელიგიური პანსიონები, მათ შორის მედრესეებიც, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდება. 

მისივე თქმით, აჭარის რეგიონში მასობრივად იხსნება რელიგიური დაწესებულებები და არ არის არავითარი კონტროლის მექანიზმი. დეპუტატის განმარტებით,  აჭარაში  მასობრივად იხურება ინტერნატები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებდა.