საქართველოს პრეზიდენტი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება

19 თებ 2019

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება. სალომე  ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთანაც, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მანამდე სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა  , სადაც რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრა გამართა. მათ შორის ფრანგ კოლეგასთან,ნ ემანუელ მაკრონთან.