სარფის საბაჟოსთან პოლიციელი დააკავეს

19 თებ 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულ-ინსპექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. მესაზღვრე-კონტროლიორი სარფის საბაჟოზე დააკავეს.

დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.