21 თებ 2019
საზოგადოების დაიცავი ძველი ბათუმის და ბათომის წევრების მიერ გუშინ გავრცელებულ მიმართვას და სატელევიზიო განცხადებებს ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ომარ მახარაძე გამოეხმაურა და უსაფუძვლო უწოდა. მისი განცხადებით, მთავრობის თავმჯდომარემ და მერმა ჩაატარეს მონიტორინგი, მიმართვაში დასახელებულ ლოკაციებზე კი კანონსაწინააღმდეგო პროცესები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დააზარალებს არ გამოიკვეთა.
დეპუტატი არ გამორიცხავს რომ ამ განცხადებების და პოზიციების უკან ვიწრო ჯგუფის ინტერესები იდგეს, მან შესაძლო ინტერესების კონტექსტში ახსენა სამშენებლო ნებართვები და გარიგებები. მას ჩვენი დაინტერესების მიუხედავად კონკრეტული მაგალითები და პიროვნებები არ დაუსახელებია, აღნიშნა რომ კონკრეტულ ფაქტებს არ იცნობს.
ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ ინტერესებს შორისაა საზოგადოებაში მთავრობის თავმჯდომარის და მერის რეპუტაციის შელახვაც.