ქობულეთში მდინარეებზე მოტივტივე ნარჩენებს სპეციალური ბადეები რამდენიმე თვეა ვეღარ აკავებს

22 თებ 2019

ქობულეთში მდინარეებზე მოტივტივე ნარჩენებს სპეციალური ბადეები რამდენიმე თვეა ვეღარ აკავებს. მერის წარმომადგენლის თქმით ნაგავშემკრები ბადეები უხვი ნალექის დროს ადიდებულმა მდინარემ დააზიანა , ზაზა კაიკაციშვილი ირწმუნება , რომ ბადეებს ზაფხულამდე აღადგენენ.

ნაგავშემკრები ბადები ქობულეთის მუნიციპალიტეტს გასულ წელს აჭარის მთავრობამ გადასცა, რომლებიც მდინარე კინტრიშისა და მდინარე დეხვას ზღვის შესართავთან დამონტაჟდა.