მწვავე პნევმონიით ხულოს საავადმყოფოში  4  წლის ბავშვი გარდაიცვალა

22 თებ 2019

მწვავე პნევმონიით ხულოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მოზარდი რაიონულ საავადმყოფოში გუშინ დაახლოებით 13:00 საათზე სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, მათ ბავშვის წაბლანიდან ტრანსპორტირებისთვის, რეანიმობილი გამოიძახეს, თუმცა 15:00 საათისთვის ბავშვი გარდაიცვალა. კლინიკის მენეჯერის განმარტებით, გრიპის ნიშნებით სოფელ წაბლანიდან საავადმყოფოში კიდევ 8 არასრულწლოვანი შეიყვანეს.