ბათუმის საავადმყოფოში ხულოდან გადმოყვანილი 4 თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

22 თებ 2019

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე  მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, ხულოში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც კლინიკაში გუშინ გვიან ღამით მოათავსეს.  არასრულწლოვნები ხულოდან - ბათუმში,  4 წლის გოგონას პნევმონიით გარდაცვალების  შემდეგ გადმოიყვანეს.

მკურნალი ექიმის ინფორმაციით,  რვა ბავშვს შორის ყველაზე პატარა 4 თვისაა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, დამაკმაყოფილებილია. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული  კვლევა,    ანალიზის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი,  მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეიჩ ერთი ენ ერთი ტიპის ვირუსი ჰქონდეთ.