საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

24 თებ 2019

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თაღლითური განზრახვით დაუკავშირდნენ სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნეს,  რომ  5 ათასი ლარის გადახდის შემთხვევაში, შეძლებდნენ საცხოვრებელი ბინის  მისთვის  საკუთრებაში გადაცემას. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.