საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს წევრებმა დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგეს

24 თებ 2019

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს წევრებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგეს.  საბჭოთა ოკუპაცია იყო  საჯარო ლექციის მთავარი თემა, რომელიც ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.