აჭარის მუნიციპალური ფონდი რვამილიონი ლარით განისაზღვრა - როგორ განაწილდება გაორმაგებული თანხები მუნიციპალიტეტებზე

28 თებ 2019

აჭარის მუნიციპალურ ფონდში არსებული 8 მილიონი ლარის განაწილება თითქმის დასრულებულია. ისევე, როგორც ცენტრალურმა, ისე  აჭარის მთავრობამაც თანხა გააორმაგა.  სოფლებისთვის 2 მილიონის ნაცვლად  4 მილიონი ლარია განისაზღვრა, ბათუმის მერიის სამი კაპიტალური პროექტისთვის კი 3 მილიონ ლარზე მეტი.