საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს

03 მარ 2019

,,ქართული ოცნების“ სათაო ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომას პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, პარტიაში შექმნილ ვითარებაზე და უმრავლესობიდან  დეპუტატების გასვლის საკითხზე იმსჯელებენ. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.