ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

04 მარ 2019

ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოასვენებენ.   23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა, 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური სანაპიროზე, გარდაცვლილი იპოვნეს.

  დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს.