დაღუპულებს პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა

07 აგვ 2016

8 წლის წინანდელი მოვლენები  გაიხსენეს  გუშინ გვიან ღამით ბათუმში.  ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სკვერში ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი მეომრების ფოტოები გამოფინეს და სანთლები დაანთეს. შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად  აჭარიდან 16 ჯარისკაცი  დაიღუპა.