სარფის ნაპირგამაგრება - ენმ-ს განცხადება

05 მარ 2019

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის   სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებს. საუბარია სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო საავტომობილო გზის 117-119- კმ-ზე გზის საფარის, გზისა და სანაპირო ზოლის დაცვისა და გამაგრების სამუშაოებზე.

რეზო ხარაზის განცხადებით, პროექტი რომელიც 2013 წელს დაიწყო და 2016 -ში უნდა დასრულებულიყო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარით დაფინანსდა, თუმცა სამუშაოების ნახევარიც არ არის შესრულებული.

ენმ მოუწოდებს პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით.  საპასუხო კომენტარი საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის   სამინისტროში მოგვიანებით გაკეთდება.