ბათუმის ბულვარი ''ლურჯი დროშის''  საერთაშორისო პროექტში ჩართვას გეგმავს

06 მარ 2019

მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია „გარემოს დაცვის განათლების ფონდი“ საქართველოთი დაინტერესდა და პირველ საინფორმაციო შეხვედრას ბათუმში მართავს.

ფონდი მსოფლიოში 5 საგანმანათლებლო პროექტითაა წარმოდგენილი. ბათუმის ბულვარი „ლურჯი დროშის“ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება.