ენმ ხელვაჩაურის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

08 მარ 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძის ინფორმაციით,  გასულ წელს თვითმმართველობამ სოფელ წინსვლის წყლის მიმღები ავზის რეაბილიტაციისთვის 52 ათას 997 ლარი დახარჯა. შპს  „ბაბი 21 „ -ის მიერ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარეს , თუმცა წყლის სისტემა არ ფუნქციონირებს.

ოპონენტთა ბრალდებებს „ხელვაჩაურის წყალკანალი“-ს დირექტორი არ იზიარებს და უსაფუძვლოს უწოდებს. დავით მიქელაძე ირწმუნება, რომ წინსვლაში წყლის სისტემა   ფუნქციონირებს და არსებული ხარვეზები უმნიშვნელოა. წყლის მიმღები ავზით , 350-მდე ოჯახი სარგებლობს.