ბათუმი, ფოთის ვალერიან ბუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს მასპინძლობს

12 მარ 2019

ბათუმი,  ფოთის ვალერიან ბუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს მასპინძლობს.  გუშინ საღამოს ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე თანამედროვე ქართველი დრამატურგის, დავით გაბუნიას კომედია - ,,ჰოლანდ-ჰოლანდი“  წარადგინეს. სპექტაკლის რეჟისორი პაატა ციკოლიაა. სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებელს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის თეატრალური პრემიია - ,,დურუჯი“ აქვს მიღებული. დღეს ახალ სცენაზე ფოთის   თეატრი სპექტაკლ „ჩარეცხილებს“ წარმოადგენს.  სპექტაკლში ორი მსახიობი, რამაზ იოსელიანი და გია სურმავა მონაწილეობენ.