12 მარ 2019
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში ახალგაზრდებს შეხვდა და მათი პრობლემები და ინიციატივები მოისმინა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა და სტუდენტებმა თვითმართველობაში ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, ქედის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ მთავრობის თავმჯდომარეს ახალგაზრდების მიერ განხორცილებული პროექტები გააცნო. დღესვე გაიმართა წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონია. მედლები 9 მოსწავლეს გადაეცა.