ბათუმში სამართალდამცველებმა 921 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი'' ამოიღეს

15 მარ 2019

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”ექსტაზი” ამოიღო - და 40 წლამდე ასაკის ქალი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 921 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.