“ბათუმი-ვროცლავი” - ბიზნეს ფორუმი

17 მარ 2019

 ბათუმში, აჭარის მთავრობის ორგანიზებით, ბიზნეს ფორუმი „ბათუმი-ვროცლავი“ იმართება. საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნობიან. 

პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ.