მინისტრის საათის ფარგლებში დღეს თეა წულუკიანს პარლამენტში ისევ მოუსმენენ

20 მარ 2019

მინისტრის საათის ფარგლებში დღეს თეა წულუკიანს პარლამენტში ისევ მოუსმენენ.  გუშინ იუსტიციის მინისტრი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა,  რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.


სხდომა საკმაოდ ხანგრძლივი იყო, იგი   7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  დღეს დეპუტატები კიდევ ერთ მინისტრს მოუსმენენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი  ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრებს