ბათუმში, მემედ აბაშიძის 44 ნომერთან ჩასარიცხი აპარატიდან ფული მოიპარეს

23 მარ 2019

ბათუმში, მემედ აბაშიძის 44 ნომერთან ჩასარიცხი აპარატიდან ფული მოიპარეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მძარცველებმა აპარატიდან ფული ისე ამოიღეს, რომ აპარატი დაზიანებული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე  მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მუხლი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.