რამდენიმე წელია ითხოვენ გზის მოწესრიგებას ანგისის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები

24 მარ 2019

რამდენიმე წელია ითხოვენ გზის მოწესრიგებას ანგისის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. ამბობენ, რომ გაუმართავია სანიაღვრე არხებიც, რის გამოც  გაწვიმებისას იტბორება სახლების ეზოები. ამასთან ამორტიზებულია გზა - პრობლემებზე საუბრობენ მძღოლები.

ბათუმის მერიაში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთვის სამუშაოების დაწყებას ელოდებიან kfw-ს პროექტის ფარგლებში. ამბობენ, რომ სავარაუდოდ გზის მოწესრიგება ამის შემდეგ დაიწყება.