ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

25 მარ 2019

 ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. გიორგი ბრწყინვალესა და პუშკინის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, მოეწყობა ახალი ბორდიურები და ველობილიკი, ასევე მოწესრიგდება ტროტუარები დეკორატიული ფილებით და ქუჩა მოასფალტდება.  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  1 მაისამდე უნდა დასრულდეს.