საბერძნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 198 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

25 მარ 2019

 საბერძნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 198 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. წარმოდგენილი იყო ბათუმის უნივერსიტეტის   მიერ  გამოცემული წიგნი "პონტოელი ბერძნები აჭარაში-წარსული და თანამედროვეობა" და  ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია, მე-19 საუკუნეში აჭარაში მცხოვრები  ბერძნების ყოფა.

 ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ბერძნული კულტურის ექსპონანტები. პროექტს რუსთაველის ეროვნული ფონდი აფინანსებს. გამოფენა ბათუმშიც  გაიმართება.