სარფსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

25 მარ 2019

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სადახლოში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების იპოვეს. მაკონტროლებლებმა ის ირანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ხელჩანთებისა და ფიზიკური დათვალიერებისას იპოვეს. 

''14-24 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,სარფი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, დ.ლ.-ს, მ.ჯ.-სა და ლ.ჰ.-ს კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (23 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინი (0.17 გრამი) გამოვლინდა'' - წერია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლების 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.