დღის ცენტრი შშმ პირებისთვის

29 მარ 2019

შუახევში შშმ პირთათვის დღის ცენტრი გაიხსნება. შენობის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. სარემონტო სამუშაოებისთვის მერიამ 25ათას  ლარი გამოყო.

ცენტრი 20 ბენეფიციარს მოემსახურება. პერსონალი გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლიან.