მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

29 მარ 2019

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ამავე დღეს მთაწმინდინის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნებია დანიშნული.

მერების არჩევნები გაიმართება - მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები  - საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ჯამში, 401 750 ამომრჩეველი რეგისტრირებული.